მოსკოვი აკრიტიკებს აშშ–ისა და ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინიდან ეუთო–ს დამკვირვებლების გაყვანის თაობაზე
13/02/2022 15:01:54 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო აკრიტიკებს აშშ–ისა და ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, უკრაინაში ეუთო–ს მანდატით განთავსებული ამერიკელი და ბრიტანელი დამკვირვებლების გაყვანის თაობაზე.
"ამ გადაწყვეტილებებმა არ შეიძლება, არ გამოიწვიოს ჩვენი სერიოზული შეშფოთება. ეუთო–ს მისია მიზანმიმართულად არის ჩათრეული მილიტარისტულ ფსიქოზში, რომელსაც ვაშინგტონი ხელმძღვანელობს და იყენებს შესაძლო პროვოკაციის იარაღად", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ამასთან, მოსკოვი "მოვუწოდებს ეუთო–ს ხელმძღვანელობას, აღკვეთოს მისიის მანიპულირების მცდელობები და არ დაუშვას ორგანიზაციის ჩათრევა მის ირგვლივ არაკეთილსინდისიერ პოლიტიკურ თამაშებში".
მანამდე, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ უკრაინაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო ქვეყნიდან დამკვირვებლები გაჰყავთ.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


