მედია – უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის შესაძლო დატოვებაზე მინიშნება პირველად გააკეთა
13/02/2022 14:34:27 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის შესაძლო დატოვებაზე მინიშნება პირველად გააკეთა, – იუწყება DW.
მისი ცნობით, ორბანმა ევროკავშირს მიმართა, რომ "უნგრეთის მიმართ მოთმინება გამოიჩინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებენ გზის ერთი მიმართულებით გაგრძელებას".
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთისა და პოლონეთის მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე, ევროკავშირის კანონის უზენაესობის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
აღნიშნული მექანიზმი 2021 წლიდან მოქმედებს და ევროკომისიას უფლებამოსილებას ანიჭებს, შეამციროს ერთობლივი ბიუჯეტიდან ფინანსური სახსრების გამოყოფა იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ევროკავშირის კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, თანხის არამიზნობრივი გამოყენების საშიშროება არსებობს.
პოლონეთმა და უნგრეთმა ამ მექანიზმთან დაკავშირებით სარჩელი 2021 წელს შეიტანეს.


