Accentnews.ge
CIT სამხედრო ტექნიკის უკრაინის საზღვართან კიდევ მეტად მიახლოების შესახებ იუწყება

CIT სამხედრო ტექნიკის უკრაინის საზღვართან კიდევ მეტად მიახლოების შესახებ იუწყება

13/02/2022 14:35:40 მსოფლიო

რუსეთი თავისი სამხედრო ტექნიკის უკრაინის საზღვართან მიახლოების პროცესს განაგრძობს, - იუწყება კვლევითი ჯგუფი "Conflict Intelligence Team" (СIT) ბოლო დღეებში სოცქსელებში გავრცელებული ვიდეომტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე.

კერძოდ, СIT-ს მონაცემებით, ვორონეჟის მიდამოებში მდებარე პოლიგონიდან საზღვრისკენ გვარდიის პირველი სატანკო არმიის ნაწილები გადაადგილდებიან. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში ამ არმიის ტექნიკა ვორონეჟიდან სამხრეთით მდებარე პოგონოვოს პოლიგონზე იყო გადასროლილი.

ბოლო დღეებში სოცქსელებში გავრცელებულ რამდენიმე ვიდეოში ამ არმიის სამხედრო ტექნიკა ბელგოროდის მხარის სადგურებზე იყო ასახული. როგორც CIT აღნიშნავს, საუბარია არა მარტო იმ ტექნიკაზე, რომელიც მანამდე ვორონეჟის სიახლოვეს იდგა, არამედ დამატებითზეც, რომელიც იქ მოსკოვის ოლქიდან ჩავიდა.

სხვა ვიდეოებზე CIT-ს ექსპერტებმა სმოლენსკის მხარიდან ბრიანსკის ოლქის სამხრეთში - ანუ უკრაინის საზღვრისკენ სამხედროების გადადისლოცირება დააფიქსირეს. მანამდე ბრიანსკის მხარეში რუსული არმიის ერთ-ერთი ძირითადი შემტევი ძალის - პსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ტექნიკაც იყო შემჩნეული.

რუსეთის ტერიტორიაზე ტექნიკის გადადისლოცირება ბელარუსში რუსული ძალებისა და ტექნიკის ჩართულობით მიმდინარე მასშტაბური სამხედრო წვრთნების, ასევე 13 თებერვალს შავ ზღვაში რამდენიმე დიდი სადესანტო ხომალდის მონაწილეობით დაწყებული სწავლების ფონზე ხორციელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S