
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 40 ადამიანი გარდაიცვალა
13/02/2022 06:50:19 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 15 712 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 623 ადამიანი, გარდაიცვალა 40 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 425 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 262 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.84%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.66% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.85%.