
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
13/02/2022 06:17:30 საზოგადოება, რეკლამა
ალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მისი ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.