Accentnews.ge
აშშ-ს უკრაინიდან ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები გაჰყავს

აშშ-ს უკრაინიდან ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები გაჰყავს

12/02/2022 16:42:46 მსოფლიო

აშშ-ს უკრაინიდან ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები გაჰყავს. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, ფლორიდის ეროვნული გვარდიის 150-მდე სამხედრო ინსტრუქტორი, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების გადამზადებაში იღებდნენ მონაწილეობას, უკრაინას ტოვებენ.

სამხედრო ინსტრუქტორების განთავსება ევროპის ტერიტორიაზე იგეგმება, თუმცა რომელ ქვეყანაში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჯონ კირბის თქმით, სამხედრო ინსტრუქტორების გაყვანის მიუხედევად, აშშ-ის პოზიცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის საკითხში უცვლელი რჩება.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S