Accentnews.ge
უკრაინის საგარეო სამინისტრო: "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება და ერთიანობაა"

უკრაინის საგარეო სამინისტრო: "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება და ერთიანობაა"

12/02/2022 12:50:19 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და იმგვარი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, რაც პანიკას დათესავს.

სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დეტალურად მიმოიხილა უსაფრთხოების კუთხით უკრაინაში არსებული სიტუაცია. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინამ პარტნიორების დახმარებით გაზარდა ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები და განაგრძობს დაძაბულობის შემცირებისა და რუსეთთან საკითხის დიპლომატიური გზებით მოგვარების მცდელობას.

"რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაციის დასაწყისიდანვე უკრაინის ხელისუფლება, უკრაინული დიპლომატიური სამსახურები და ჯარი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ უკრაინაში სტაბილურობა შეენარჩუნებინათ და მზად ყოფილიყვნენ სხვადასხვა სცენარისა და ნებისმიერი აგრესიული განზრახვისთვის. [...] ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება, ერთად დარჩენა, ქვეყანაში კონსოლიდირებულად ყოფნა და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავებაა, რაც სტაბილურობას ეჭვქვეშ დააყენებს და პანიკას დათესავს. უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და მზად არიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენულობაზე ყველანაირი შეტევა მოიგერიონ. უკრაინული დიპლომატიური ოფისი კავშირშია ყველა მნიშვნელოვან პარტნიორთან, მყისიერად იღებს უსაფრთხოების შესახებ საჭირო ინფორმაციას, რაც უკრაინას დროულად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ განვაგრძობთ დაძაბულობის შემცირებასა და საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარების მობილიზებაზე მუშაობას, რათა რუსეთი დიპლომატიური დიალოგის ჩარჩოში დავტოვოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. დღეს რუსეთ–აშშ–ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარია დაგეგმილი. მანამდე, კრემლის ლიდერს დასავლეთოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S