Accentnews.ge
მედია – დასავლეთი რუსეთის წინაღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებს, თუმცა „სვიფტის“ ფინანსური სისტემიდან რუსეთის გამოთიშვა არ იგეგმება

მედია – დასავლეთი რუსეთის წინაღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებს, თუმცა „სვიფტის“ ფინანსური სისტემიდან რუსეთის გამოთიშვა არ იგეგმება

12/02/2022 12:26:28 მსოფლიო

აშშ და ევროპის ქვეყნები, რუსეთის წინაღმდეგ სქციების პაკეტის შემუშავების პროცესს ასრულებენ, თუმცა „სვიფტის“ ფინანსური სისტემიდან რუსეთის გამოთიშვა არ იგეგმება, – იუწყება Reuters.

გაოცემის ცნობით, სანქციების დაწესება რუსეთის მსხვილი ბანკების, მათ შორის „ვითიბისა“ და „სბერბანკის“ წინააღმდეგ იგეგმება. სანქციები ასევე მოიცავს რუსეთში ტექნოლოგიებისა და თავდაცვის სექტორისთვის სხვადასხვა კომპონენტების ექსპორტის შეზღუდვებს, ასევე ზომებს, რომლებიც მიმართულია კონკრეტული რუსი ოლიგარქების მიმართ.

"რუსეთის „სვიფტიდან“ გამოთიშვა არ განიხილება ევროპის რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს, რომ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მიერ რუსეთისთვის მიწოდებული მილიარდობით დოლარის სესხები არ დაიფარება", – იუწყება Reuters.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S