Accentnews.ge
იმ ქვეყნების რიგებს, რომლებიც თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ, გერმანიაც შეუერთდა: "სამხედრო დაპირისპირება გამორიცხული არ არის"

იმ ქვეყნების რიგებს, რომლებიც თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ, გერმანიაც შეუერთდა: "სამხედრო დაპირისპირება გამორიცხული არ არის"

12/02/2022 12:14:19 მსოფლიო

იმ ქვეყნების რიგებს, რომლებიც თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ, გერმანიაც შეუერთდა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო უწყებამ გაავრცელა.

"უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო შენაერთების მასიური ყოფნისა და გადაადგილების ფონზე რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა იზრდება, არ არის გამორიცხული სამხედრო დაპირისპირება. მივმართავთ ამჟამად უკრაინაში მყოფ თანამოქალაქეებს, შეამოწმეთ არის თუ არა საჭირო თქვენი ადგილზე ყოფნა. თუ არა, დატოვეთ ქვეყანა", – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მისივე ცნობით, გერმანიის გენერალური საკონსულო დონეცკში, უკრაინაში დროებით დაიხურა.

უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრის ფონზე მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შესაბამისი მოწოდება შემდეგმა სახელმწიფოებმა გააკეთეს:

  • აშშ;
  • გაერთიანებული სამეფო;
  • იაპონია;
  • სამხრეთ კორეა;
  • ისრაელი;
  • კანადა;
  • ესტონეთი;
  • დანია;
  • ლატვია;
  • ლიეტუვა;
  • ავსტრალია;
  • ახალი ზელანდია;
  • ნორვეგია;
  • ნიდერლანდები;
  • გერმანია;
  • ირანი;

გარდა ამისა, უკრაინაში ევროკავშირის მისიას კიევში მდებარე საელჩოდან თანამშრომელთა ნაწილი გაჰყავს.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. დღეს რუსეთ–აშშ–ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარია დაგეგმილი. მანამდე, კრემლის ლიდერს დასავლეთოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S