Accentnews.ge
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

12/02/2022 06:58:25 საზოგადოება

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 20 326 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 48 468 ადამიანი, გარდაიცვალა 57 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 65 829 კვლევა ტესტით, მათ შორის 40 367 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 462 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.18%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა,
  • აჭარა - 1 488,
  • იმერეთი - 3 269,
  • ქვემო ქართლი - 1 145,
  • შიდა ქართლი -1 079,
  • გურია - 572,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 337,
  • კახეთი - 1 127,
  • მცხეთა-მთიანეთი - 370,
  • სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 97.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 196 192 საიდანაც:

6 100 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 483, აჭარაში - 768, იმერეთში - 1 226.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 261 პირი, მათ შორის, თბილისში - 488, აჭარაში - 153, იმერეთში - 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 39, იმერეთში - 23.

1 758 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 073 - თბილისში, 445 - აჭარაში.

188 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S