სალივანი: "ბაიდენი და პუტინი სავარაუდოდ, სატელეფონო საუბარს გამართავენ"
11/02/2022 19:34:33 მსოფლიო
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთი ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება.
"მოველით, ისინ სატელეფონო საუბარს გამართავენ. მეტ დეტალზე ამ დროისთვის ვერ ვისაუბრებ", – განუცხადა ჟურნალისტებსაშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.
ბაიდენი ბოლოს პუტინს 2021 წლის დეკემბრში ესაუბრა. მას შემდეგ რუსული ძალები უფრო დიდი რაოდენობით შეიკრიბნენ უკრაინის საზღვრის გასწვრივ.
ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმა უკრაინაში მყოფ აშშ–ის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.
"ნებისმიერმა ამერიკელმა, რაც შეიძლება მალე და მომდევნო 24-დან 48 საათამდე უნდა დატოვოს უკრაინა. ჩვენ აშკარად ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმაოდ მაღალია და საფრთხე ახლა საკმარისად მყისიერია”– განაცხადა სალივანმა.
მისი თქმით, რუსული აგრესიის შემთხვევაში აშშ–ის მიერ თანამოქალაქეების ევაკუაცია არ იგეგმება.
აშშ–ში აცხადებენ, რომ რუსეთი უკტაინაში შესაძლოა, ნებისმიერ დროს, მათ შორის ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში შეიჭრას.
შეგახსენებთ, რომ სალივანის პრეს–კონფერენცია მოჰყვა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ონლაინ შევედრას ნატო–ევროკავშირის ლიდერებსა და მოკავშირეებთან.
უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


