Accentnews.ge
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი: "რუს კოლეგასთან შეხვედრისას მკაფიოდ ვისაუბრე უკრაინაში შეჭრის ტრაგიკულ შედეგებზე"

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი: "რუს კოლეგასთან შეხვედრისას მკაფიოდ ვისაუბრე უკრაინაში შეჭრის ტრაგიკულ შედეგებზე"

11/02/2022 18:33:08 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, მას რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან "კონსტრუქციული და გულწრფელი საუბარი" ჰქონდა.

როგორც უოლესმა შოიგუსთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მკაფიოდ ისაუბრა იმ შედეგებზე, რაც უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრას მოჰყვება.

"მკაფიოდ განვაცხადე იმ ტრაგიკული შედეგების შესახებ, რაც კრემლის შესაძლო შეჭრას შეიძლება, მოჰყვეს ყველასთვის, როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსებისთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსეთის მთავრობისგან მოვისმინე, რომ მათ არ აქვთ მსგავსი განზრახვა. თუმცა რუსული ძალების ის განლაგება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბელორუსსა და უკრაინაში, აშკარად აძლევს შესაძლებლობას რუსეთს, განახორციელოს მთელი რიგი ქმედებები, მათ შორის – მეზობელ ქვეყანაში შეჭრა ნებისმიერ დროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს, როგორც გზას ნებისმიერი შეშფოთების აღმოსაფხვრელად, რომელიც შეიძლება, რუსეთის მთავრობას ჰქონდეს", – განაცხადა უოლესმა.

რაც შეეხება ბრიტანეთ–რუსეთის სადღეისოდ არსებულ ურთიერთობებს, მინისტრის თქმით, "ამ ურთიერთობებს ნულზე მაღლა დააყენებდა".

მისი თქმით, "2013 წლის შემდეგ პირველად, დღეს გაიმართა ბრიტანეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა".

"ცხრა წელი გავიდა და მიმაჩნია, რომ კომუნიკაციის ხაზის ქონა ბევრად უკეთესია, ვიდრე 0%", – დასძინა მან.

ცნობისთვის: დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S