ისრაელს კიევში მდებარე საელჩოდან პერსონალი გაჰყავს და თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
11/02/2022 18:01:27 მსოფლიო
ისრაელს კიევში მდებარე საელჩოდან თანამშრომლები გაჰყავს. ამის შესახებ ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, უწყება ისრაელის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ, ხოლო უკრაინაში გამგზავრების მსურველ თანამოქალაქეებს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ დიდმა ბრიტანეთმა, აშშ–მა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ მოუწოდეს.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


