Accentnews.ge
იაპონიამ და სამხრეთ კორეამ თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს: "შესაძლოა, კომერციული ფრენები შეჩერდეს

იაპონიამ და სამხრეთ კორეამ თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს: "შესაძლოა, კომერციული ფრენები შეჩერდეს

11/02/2022 16:15:59 მსოფლიო

უკრაინის საზღვართან რუსული ძალების თავმოყრის ფონზე იაპონიამ და სამხრეთ კორეამ თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს.

"ვითარება კვლავ არაპროგნოზირებადია. მიუხედავად იმისა, რომ რიგი ქვეყნების დიპლომატიური ძალისხმევისა, მზარდია შესაძლებლობა, რომ ვითარება სწრაფად გაუარესდეს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ შესაძლებლობას, რომ კომერციული ფრენები შეჩერდეს. ბევრი ქვეყანა ასევე ურჩევს თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა და მომავალში შესაძლოა, უკიდურესად რთული გახდეს ქვეყნის დატოვება დაჯავშნის სიჩქარის გამო. ამიტომ, თუ ამჟამად იმყოფებით უკრაინაში, გთხოვთ, სასწრაფოდ დატოვოთ ქვეყანა ყველაზე უსაფრთხო საშუალებებით, მათ შორის კომერციული ფრენებით. გთხოვთ, არ იმოგზაუროთ უკრაინაში რაიმე მიზნით", – ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანამოქალაქეებისადმი გავრცელებულ მიმართვაში.

მსგავსი გაფრთხილება გაავრცელა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უწყება მიმართავს თანამოქალაქეებს, არ იმოგზაურონ უკრაინაში, ხოლო უკვე უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს კი სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

"ეს არის პრევენციული ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ვითარება სწრაფად გაუარესდება", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S