Accentnews.ge
"ნატო ალიანსის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა"

"ნატო ალიანსის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა"

11/02/2022 12:36:18 მსოფლიო

"ნატო ალიანსის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა", – შესაბამისი განცხადება ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ მიხაილ კოგალნიცეანუს სახელობის სამხედრო ბაზაზე გააკეთა.

სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში შეხვედრის გამართვის მზაობა კიდევ ერთხელ გამოთქვა. თუმცა იქვე დასძინა, რომ "ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებზე".

"ჩვენ მოწოდებულნი ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისკენ. მე კიდევ ერთხელ მოვიწვიე რუსეთი, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდეთ ნატო-რუსეთის საბჭოში, რათა განვიხილოთ ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხები, მათ შორის რისკის შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებზე.თითოეული ერის უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო–ს აქვს უფლება დაიცვას მისი ყველა წევრი.ნატო–ში პირველი და მეორე კლასის წევრები არასოდეს იქნებიან. არსებობენ მხოლოდ ნატო–ს წევრები. გაერთიანებული როგორც ერთი", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: მოსკოვი აშშ-ისა და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. კრემლის მოთხოვნებში სამი გადამწყვეტი პუნქტია - არ დაუშვან ნატოს შემდგომი გაფართოება, უარი თქვან რუსეთის საზღვრებთან შეიარაღების და დამრტყმელი სისტემების განთავსებაზე და ევროპაში ნატოს სამხედრო პოტენციალი და ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას, როცა გაფორმდა რუსეთ-ნატოს ფუძემდებლური აქტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S