Accentnews.ge
უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრის ფონზე  ნატო საჰაერო პატრულირების მისიას აძლიერებს

უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრის ფონზე  ნატო საჰაერო პატრულირების მისიას აძლიერებს

11/02/2022 12:33:05 მსოფლიო

უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრის ფონზე ნატო საჰაერო პატრულირების მისიას აძლიერებს. ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.

"რუმინეთში განთავსებული არიან მოიერიშე თვითმფრინავები გერმანიიდან და იტალიიდან, რათა დაიცვან ყველა მოკავშირე და დაგეხმარონ რუმინეთს ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვაში. დღეს კი ესპანეთის თვითმფრინავები ბულგარეთში ჩავლენ, რათა გააძლიერონ ნატო–ს საჰაერო პატრულირების მისია", – განაცხდა სტოლტენბერგმა.

მანამდე, ბულგარეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყნაში ესპანეთიდან 4 მოიერიშე თვითმფრინავი ჩავა. ავიაგამანადგურებლები ბულგარეთში მარტის ბოლომდე დარჩებიან.

ცნობისთვის: აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ესტონეთსა და ლიეტუვაში ნატო–ს საჰარო წარმოდგენილობა აქვს, სადაც საერთო ჯამში, 22 მოიერიშე თვითმფრინავია განთავსებული.

უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S