Accentnews.ge
ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი „გალსკი“ უკრაინიდან გააძევეს

ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი „გალსკი“ უკრაინიდან გააძევეს

11/02/2022 10:57:54 მსოფლიო

უკრაინაში სამართალდამცავებმა ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად ნუკრი „გალსკი“ დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

34 წლის „კრიმინალური ავტორიტეტი“ უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალური გამშვები პუნქტების გვერდის ავლით მოხვდა.

„პოლიციელებმა დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი. დანაშაულებრივი გავლენის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს ზომები „კანონიერი ქურდის“ დასაკავებლად და უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურში გადაიყვანეს. 10 თებერვალს ღამით იგი იძულებით გააძევეს ქვეყნიდან. მას უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა“, - განაცხადეს შსს-ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S