Accentnews.ge
„ნორმანდიის ოთხეულის“ წარმომადგენელთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

„ნორმანდიის ოთხეულის“ წარმომადგენელთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

11/02/2022 10:23:42 მსოფლიო

„ნორმანდიის ოთხეულის“ ლიდერთა მრჩევლების შეხვედრამ ვერ მოიტანა პროგრესი დონბასის თაობაზე მოლაპარაკებაში. ამის შესახებ ნათქვამია როგორც რუსეთის, ისე უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელების დმიტრი კოზაკისა და ანდრეი ერმაკის კომენტარებში.

ბერლინში გამართული 9–საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურმა დმიტრი კოზაკმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარემ უარი თქვა მინსკის შეთანხმების იმ პუნქტის ციტირებაზე, რომელშიც საუბარია კიევის მიერ არაკონტროლირებადი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების „მომავალს სტატუსზე“. რუსეთი ითხოვს, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას „ამ ტერიტორიების“ წარმომადგენლებთან კონსულტაციებით.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებას არ მოჰყოლია პროგრესი სადავო საკითხების გადაჭრის კუთხით. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დონბასის კონფლიქტის ზონაში სრულად იყო შენარჩუნებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რასაც ერმაკმა უწოდა „ძალიან ძლიერი რეზულტატი“.

გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები, რომლებიც „ნორმანდიის ფორმატის“ კონსულტაციებში შუამავლის როლს ასრულებენ, მიმდინარე წელს უკვე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში 26 იანვარს პარიზში გაიმართა. შეხვედრის შედეგების თაობაზე ორი წლის განმავლობაში პირველად გაკეთდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოთქმულია მხარდაჭერა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უპირობო დაცვის შესახებ და დადასტურებულია, რომ მინსკის შეთანხმებები „ნორმანდიის ფორმატის“ მუშაობის საფუძველს წარმოადგენს.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S