Accentnews.ge
გარდაიცვალა კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი

გარდაიცვალა კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი

11/02/2022 08:06:21 საზოგადოება

87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

ლომერი ახლედიანი იყო კინემატოგრაფისტთა კონფედერაციისა და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1979 წელს გახდა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.

გადაღებული აქვს ფილმები „ქვევრი“, „სამკაული სატრფოსათვის“, „აურზაური სალხინეთში“, „მზე შემოდგომისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დონ-კიხოტი“, „ბესამე“, „ექსპრეს-ინფორმაცია“ და სხვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S