Accentnews.ge
რატომ მოითხოვეს კრემლში, რომ პუტინსა და მაკრონს  შორის დისტანცია სტანდარტულზე ბევრად მეტი ყოფილიყო

რატომ მოითხოვეს კრემლში, რომ პუტინსა და მაკრონს  შორის დისტანცია სტანდარტულზე ბევრად მეტი ყოფილიყო

11/02/2022 07:25:34 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი განაცხადა, რომ მისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ კორონავირუსზე PCR-ტესტი რუს ექიმებს გაეკეთებინათ და ამის გამო, კრემლში მოითხოვეს, რომ პრეზიდენტებს შორის დისტანცია სტანდარტულზე ბევრად მეტი ყოფილიყო, – იუწყება Reuters.

გამოცემის ცნობით, რუსულმა მხარემ საფრანგეთის პრეზიდენტს შესთავაზა, ან ადგილზე PCR-ტესტირება და პუტინთან მიახლოება, ან სტანდარტულზე მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვა. მისივე ინფორმაციით, ემანუელ მაკრონის ტესტირებაზე უარი ითქვა, რადგან ვერ დაუშვებდნენ, რომ რუსების ხელში აღმოჩენილიყო საფრანგეთის პრეზიდენტის დნმ-ის ნიმუში.

პრეზიდენტების შეხვედრის ამსახველ ფოტოზე ჩანს, რომ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთისგან უჩვეულოდ შორს, დაახლოებით 4-მეტრიანი მაგიდის სხვადასხვა თავში სხედან. დაახლოებით მსგავსი დისტანცია იყო ლიდერებს შორის პრეს–კონფერენციის დროსაც.

უკრაინის კრიზისის განსახილველად პრეზიდენტი მაკრონირუს კოლეგას 7 თებერვალს შეხვდა.

იხილეთ ასევე: რა თქვეს პუტინმა და მაკრონმა 6–საათიანი შეხვედრის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S