Accentnews.ge
"გაუგებარია, რატომ ფიქრობენ საფრანგეთსა და დემოკრატიული სამყაროს სხვა ქვეყნებში, რომ უკრაინისთვის უარის თქმამ ნატო-ში გაწევრიანებაზე შეიძლება, დაამშვიდოს პუტინი"

"გაუგებარია, რატომ ფიქრობენ საფრანგეთსა და დემოკრატიული სამყაროს სხვა ქვეყნებში, რომ უკრაინისთვის უარის თქმამ ნატო-ში გაწევრიანებაზე შეიძლება, დაამშვიდოს პუტინი"

11/02/2022 06:03:20 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის მოთხოვნას ნატო–ს არგაფართოების თაობაზე "დატენილი რევოლვერს" უწოდებს. ამის შესახებ მან ცენტრ „ახალი ევროპის“ და „საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სახელწოდებით „უკრაინა-საფრანგეთი“ განაცხადა.

"კრემლის ულტიმატუმები, არ შეიყვანონ არც ერთი ქვეყანა ნატო-ში და გაიყვანონ ჯარები ალიანსის ტერიტორიიდან, არის არა წინადადება განხილვისთვის, არამედ მაგიდაზე დადებული დატენილი რევოლვერი", – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, "გაუგებარია, რატომ არიან საფრანგეთში და დემოკრატიული სამყაროს სხვა ქვეყნებში პუტინის ნებაყოფლობითი დამცველები, ანალიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინისთვის უარის თქმამ ნატო-ში გაწევრიანებაზე, შეიძლება დაამშვიდოს პუტინი".

ცნობისთვის: მოსკოვი აშშ-ისა და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. კრემლის მოთხოვნებში სამი გადამწყვეტი პუნქტია - არ დაუშვან ნატოს შემდგომი გაფართოება, უარი თქვან რუსეთის საზღვრებთან შეიარაღების და დამრტყმელი სისტემების განთავსებაზე და ევროპაში ნატოს სამხედრო პოტენციალი და ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას, როცა გაფორმდა რუსეთ-ნატოს ფუძემდებლური აქტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S