Accentnews.ge
მოსკოვმა კიევში რუსეთის საელჩოდან თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაცია არ გამორიცხა

მოსკოვმა კიევში რუსეთის საელჩოდან თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაცია არ გამორიცხა

10/02/2022 13:35:13 მსოფლიო

მოსკოვმა კიევში რუსეთის საელჩოდან თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაცია არ გამორიცხა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანელ კოლეგა ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მოსკოვმა შესაძლოა, უკრაინის დედაქალაქ კიევში მდებარე საელჩოდან გარკვეული პერსონალის ევაკუაცია განახორციელოს. ანგლო-საქსონური ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინა. შესაძლოა, სწორედ ანგლო-საქსები არიან, რომლებიც რაღაცას ამზადებენ უკრაინაში. ჩვენ დავაკვირდებით მათ ქმედებებს და, ალბათ, ასევე ვურჩევთ ჩვენი დიპლომატიური ინსტიტუტების გარკვეულ პერსონალს, ცოტა ხნით სახლში წავიდნენ", – განაცხადა ლავროვმა.

იანვარში დიდმა ბრიტანეთმა თანამოქალაქეებს უკრაინაში არააუცილებელი მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S