"შესაძლო თავდასხმის გაფრთხილების დრო მცირდება, მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესისთვის"
10/02/2022 11:09:04 მსოფლიო
"ნატო რუსეთისთვის საფრთხე არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის", ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დიდი ბფრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლო თავდასხმის გაფრთხილების დრო მცირდება:
„რუსებმა უკვე მოუყარეს თავი 100 000–მდე მძიმედ აღჭურვილ ძალებს, ჩვენ აგრეთვე ყურადღებით ვაკვირდებით რუსულ განლაგებას ბელარუსში, რომელიც ყველაზე დიდია „ცივი ომის“ შემდეგ. ევროპის უსაფრთხოებისთვის სახიფათო პერიოდია. რუსული ძალების რაოდენობა იზრდება და შესაძლო თავდასხმის გაფრთხილების დრო მცირდება. ნატო რუსეთისთვის საფრთხე არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის და ამავდროულად ჩვენ მტკიცე უნდა ვიყოთ, ვიპოვოთ გზა საკითხის საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარებისთვის".
ამასთან, მან უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დეესკალაციისკენ მიმართულ ევროპულ ძალისხმევაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ბრიტანეთის როლზე გაამახვილა ყურადღება:
"დიდი ბრიტანეთი წამყვან როლს ასრულებს, როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური მიმართულებით. მისასალმებელია თქვენი შეთავაზება ალიანსისთვის მეტი ჯარის, გემებისა და თვითმფრინავების მიწოდებაზე, აგრეთვე დამატებითი დანაყოფების განლაგებით პოლონეთში, თქვენ აჩვენეთ მოკავშირეთა სოლიდარობა მოქმედებაში. ჩვენ აგრეთვე გვაქვს აქტიური დიპლომატია ნატო-ს ლიდერებთან ერთად, რომლებიც რუსეთთან დეესკალაციისთვის მუშაობენ. მივესალმები თქვენს მხარდაჭერას უკრაინისთვის ისევე, როგორც ბოლოდროინდელ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან და საგარეო საქმეთა მდივან ტრასის დღევანდელ ვიზიტს მოსკოვში“,
პრეს–კონფერენციაზე სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს კრემლს ძვირად დაუჯდება
გარდა ამისა, სტოლტენგბერგმა აღნიშნა, რომ "განახლებული რუსული აგრესია გამოიწვევს [აღმოსავლეთ ფლანგზე] ნატო-ს მეტ ყოფნას და არა ნაკლებს".


