რა მისწერა სტოლტენბერგმა ლავროვს
10/02/2022 11:21:56 მსოფლიო
ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, მან დღეს დილით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გაუმეორა ალიანსის სურვილი "გაგრძელდეს დიალოგი და იპოვონ დიპლომატიური გზა წინსვლისთვის".
ამის შესახებ მან ბრიუსელში ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს დილით მე გავუგზავნე წერილი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომელშიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ რუსეთის მიმართ მოწვევას, რომ გააგრძელოს ჩვენი დიალოგი ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში, რათა დიპლომატიური გზა მოიძებნოს წინსვლისთვის. ჩვენ მზად ვართ, რუსეთის შეშფოთებას მოვუსმინოთ და მზად ვართ, ვიმსჯელოთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და გაძლიერების გზებზე, რომელსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ. ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ორმხრივი ბრიფინგები წვრთნებისა და ბირთვული პოლიტიკის, გამჭვირვალობის გაზრდისა და სამხედრო მოქმედებების რისკების შემცირების გზების შესახებ; სივრცისა და კიბერსაფრთხეების შემცირების შესახებ და გვქონდა მნიშვნელოვანი საუბარი იარაღის კონტროლის, მათ შორის ბირთვული იარაღისა და სახმელეთო საშუალო და მოკლე დიაპაზონის რაკეტებზე. ეს სფეროები წარმოადგენს მნიშვნელოვანი დიალოგის დღის წესრიგს, მაგრამ ამავდროულად ნატო არ არღვევს ძირითად პრინციპს – თითოეული ერის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. ალიანსი მტკიცეა გადაწყვეტილებაში, დაიცვას ყველა მოკავშირე", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, პრეს–კონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს კრემლს ძვირად დაუჯდება
გარდა ამისა, სტოლტენგბერგმა აღნიშნა, რომ "განახლებული რუსული აგრესია გამოიწვევს [აღმოსავლეთ ფლანგზე] ნატო-ს მეტ ყოფნას და არა ნაკლებს".


