Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადები მცირდება

კოვიდ–ინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადები მცირდება

10/02/2022 11:17:36 საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადები მცირდება.

ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტებისთვის იზოლაცია დასრულდება დადასტურებიდან მე-6 დღეს, თუმცა ეს ეხებათ "სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში" დასაქმებულ პირებს:

  • სამედიცინო დაწესებულებები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
  • საქართველოს პროკურატურის სისტემა;
  • ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, სიმპტომების გასვლიდან 24 საათი უნდა იყოს გასული და მკაცრად რეკომენდაცირებულია პირბადის ტარება5 დღის განმავლობაში.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათთვის იზოლაცია დასრულდება დადასტურებიდან 7 დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში სწრაფი ტესტი არ არის საჭირო.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი - დადასტურებიდან მინიმუმ 10 დღე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S