ჯონსონი: "ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, ევროპა ყველაზე საშიში მომენტის წინაშეა"
10/02/2022 10:40:44 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ევროპა ალბათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, ყველაზე საშიში მომენტის წინაშეა. ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატო–ს გენმდივან იენს სტოლტებერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ვფიქრობ, რუსეთს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე დამღუპველი არ მოხდება", – განაცხადა ჯონსონმა.
რაც შეხება კითხვას, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის ერთიანობის შესახებ, ჯონსონის თქმით, „ევროპა სულ უფრო და უფრო ერთიანია".
მისი თქმით, ევროპა თანხმდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე.
"რაც უფრო მკაცრია ეს სანქციები, მით მეტი შანსია, შევაჩეროთ რუსეთი", დასძინა მან.


