Accentnews.ge
"არსებობს რაღაცები, რაც განხილვას არ ექვემდებარება, ნატო–ს უნდა ჰქონდეს "ღია კარის" პოლიტიკა"

"არსებობს რაღაცები, რაც განხილვას არ ექვემდებარება, ნატო–ს უნდა ჰქონდეს "ღია კარის" პოლიტიკა"

10/02/2022 10:30:59 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატო-სგან ეროვნული უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიების მოთხოვნის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ალიანსს "ღია კარის" პოლიტიკა" უნდა ჰქონდეს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატო–ს გენმდივან იენს სტოლტებერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"არსებობს რაღაცები, რაც განხილვას არ ექვემდებარება. ნატო–ს უნდა ჰქონდეს "ღია კარის" პოლიტიკა". თუმცა, ასევე არსებობს საკიტხები, რომელთა განხილვაც შესაძლებელია", – განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, ძალაუფლების მქონე სახელმწიფოებმა სხვა ერების ბედი არ უნდა გადაწვიტონ.

"ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ იმ პერიოდში დაბრუნებას, როდესაც ძლიერი ქვეყანა სხვა ქვეყნების ბედს წყვეტდა", – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S