Accentnews.ge
"ერგნეთის შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა მიუღებელია"

"ერგნეთის შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა მიუღებელია"

30/08/2019 03:08:43 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის განცხადებით, "ერგნეთის შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა მიუღებელია".

„ჩორჩანას გარშემო შექმნილი სიტუაცია, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარის გასწვრივ შეიარაღებული პირების სიახლოვე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა, მიუღებელია. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებულობას და გამოიყენებს თავის გავლენას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს“, – წერს ჰარცელი სოციალურ ქსელში.

29 აგვისტოს ოსურმა მხარემ ერგნეთში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა ჩაშალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S