
თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
10/02/2022 06:50:24 საზოგადოება
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 22 444 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 245 ადამიანი, გარდაიცვალა 53 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 943 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 449 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 32.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.84%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა,
- აჭარა - 1 876,
- იმერეთი - 3 281,
- ქვემო ქართლი - 1 193,
- შიდა ქართლი -1 062,
- გურია - 616,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 496,
- კახეთი - 1 101,
- მცხეთა-მთიანეთი - 450,
- სამცხე-ჯავახეთი - 359,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 79.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 228 153 საიდანაც: 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 472, აჭარაში - 771, იმერეთში - 1 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 232 პირი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 137, იმერეთში - 406. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 291 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 38, იმერეთში - 26. 1 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 160 - თბილისში, 465 - აჭარაში. 220 210 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.