Accentnews.ge
კიევმა გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო (ვიდეო)

კიევმა გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო (ვიდეო)

09/02/2022 16:18:32 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, 8–9 თებერვალს ქვეყანამ გაერთიანებული სამეფოსგან სამხედრო დახმარება მიიღო.

"მივიღეთ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა აღჭურვილობა. მადლობა ჩვენს პარტნიორებს ურყევი პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერისთვის და სამხედრო დახმარებისთვის", – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დღესვე კიევმა აშშ–სგან 80 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა მიიღო.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება, რის გამოც კიევმა დასავლეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S