Accentnews.ge
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა: "რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება"

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა: "რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება"

09/02/2022 16:00:54 მსოფლიო

დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი მოსკოვს ეწვია.

"ჩავედი მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შესახვედრად და მკაფიოდ განვაცხადებ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. [უკრაინაში] შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს", – წერს ლიზ ტრასი სოციალურ ქსელში.

ტრასის ვიზიტს ერთი დღით უსწრებდა წინ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დიპლომატიური ტურნეს დასრულება, რომლის ფარგლებშიც მან ცალ-ცალკე გამართა მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S