რომის პაპი – უკრაინაზე: "ომი სიგიჟეა"
09/02/2022 13:12:38 მსოფლიო
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ დაძაბულობა მრავალმხრივი დიალოგის შედეგად დაძლეული იქნება.
"გავაგრძელოთ ლოცვა მშვიდობისთვის, რათა სერიოზული დიალოგით მოგვარდეს დაძაბულობა და ომის საშიშროება, რათა მოლაპარაკებებმა "ნორმანდიულ ფორმატში" ხელი შეუწყოს ამ მიზნის განხორციელებას. არ დაგვავიწყდეს, ომი სიგიჟეა", - განაცხადა პაპმა.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


