Accentnews.ge
უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე ჯონსონი ხვალ პოლონეთსა და ბრიუსელს ეწვევა

უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე ჯონსონი ხვალ პოლონეთსა და ბრიუსელს ეწვევა

09/02/2022 12:55:09 მსოფლიო

უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პოლონეთსა და ბრიუსელს ეწვევა.

10 თებერვალს ჯონსონი შეხვედრებს გამართავს პოლონეთსა და ნატო–ს შტაბ-ბინაში.

9 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნატო ამბობს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 10 თებერვალს ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივნის განცხადებით, ჯონსონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი შეხვდებიან პოლონეთში დისლოცირებულ ბრიტანელ სამხედროებს, რის შემდეგაც გაიმართება მოლაპარაკება პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან.

მანამდე, ჯონსონმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომ კრემლის მიერ უკრაინაში შეჭრა ნატო–ს მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს.

"ბრიტანეთი არ გაჩუმდება. ჩვენი მხარდაჭერა ევროპისა და ნოტო–სადმი უპირობო და ურყევია", – განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, ბრიტანეთი განიხილავს აღმოსავლეთ ევროპაში "Typhoon"–ის ტიპის მოიერეშე თვითმფრინავებისა და "სამეფო საზღვაო ძალების" ხომალდების განლაგების საკითხს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ემზადება ესტონეთში განლაგებული ნატო–ს ბატალიანის გასაძლიერებლად. აღნიშნულ ბატალიონს დიდი რიტანეთი ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, ჯონსონის თქმით, თუ რუსეთი უკრანაში შეიჭრება, "ბრიტანეთი მოსკოვს სანქციებსა და სხვა ზომებს დაუწესებს".

ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ, ქვეყანა უკრაინის საზღვარზე რუსეთის მოქმედების გამო პოლონეთში მხარდაჭერის ნიშნად დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის.

მიმდინარე წლის იანვარში ბრიტანეთმა უკრაინას გაუგზავნა მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო 2000 რაკეტა და ბრიტანელი სპეციალისტები წვრთნების ჩასატარებლად. გარდა ამისა, მან კიევს Saxon–ის ტიპის ჯავშანტექნიკა მიაწოდა.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S