Accentnews.ge
რაგბის კავშირი: "რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება"

რაგბის კავშირი: "რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება"

09/02/2022 11:13:38 საზოგადოება

საქართველოს რაგბის კავშირი აცხადებს, რომ რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან არანაირი შეკრება არ იგეგმებოდა და მათი ოფიციალური მოწვევისა და ხარჯების დაფინანსების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია სიცრუეა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებაზე შიდა სამუშაო განხილვა მიმდინარეობდა. ამ მატჩების მიზანი კი ეროვნული ინტერესები და რუსეთის ნაკრებზე უპირატესობის მოპოვება იქნებოდა.

რუსეთის რაგბის 7-კაცა ეროვნული ნაკრების ვიზიტის შესახებ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას რაგბის კავშირი "მიზანმიმართულ ცილისწამებას უწოდებს, რაც ქართული რაგბის დისკრედიტაციას ემსახურება".

"რაც შეეხება რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს – არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება. მიმდინარეობდა შიდა სამუშაო განხილვა შესაძლო სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის 7-კაცა ნაკრებებთან, მათ შორის რუსეთის ნაკრებთანაც, რაც მოემსახურებოდა საქართველოს 7-კაცა ნაკრების სპორტულ ინტერესს, რადგან ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბში რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე უპირატესობის მოპოვება. მითუმეტეს, რომ ისინი არიან ჩვენი უშუალო კონკურენტები ზაფხულში გასამართ მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს მხარეებს შორის წინ არანაირი ოფიციალური მიმოწერა არ უძღოდა და ყველანაირი ინტერპრეტაცია აღნიშნული ნაკრების ოფიციალურად მოწვევისა და მათი ვიზიტის ხარჯების რაგბის კავშირის მიერ დაფინანსების შესახებ, არის სიცრუე", - ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა წერილი, რომლის მიხედვით, საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თვის ბოლოს, ქუთაისში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას აპირებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S