Accentnews.ge
აშშ-მა და თურქეთმა განიხილეს კოორდინაციის გზები რუსეთის აგრესიის საფრთხესთან დაკავშირებით

აშშ-მა და თურქეთმა განიხილეს კოორდინაციის გზები რუსეთის აგრესიის საფრთხესთან დაკავშირებით

09/02/2022 08:39:27 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განიხილეს შემდგომი კოორდინაციისა და ნატო–ს ერთიანობის გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი ესკალაციისა და აგრესიის საფრთხესთან დაკავშირებით,– ამის შესახებ ბლინკენსა და ჩავუშოღლუს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პარაისმა განაცხადა.

"მდივანმა ხაზი გაუსვა ჩვენს საერთო ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების მიმართ პრეზიდენტ ერდოღანის მხარდაჭერა“,– ვკითხულობთ სახდეპის რელიზში.

ამასთან, რელიზის მიხედვით, „ლიდერებმა განიხილეს თურქეთ-სომხეთის ნორმალიზების თემა და დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად გადადგას“.

მათ ასევე განიხილეს აშშ-თურქეთის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობები.

შეგახსენებთ, რომ ერდოღანი, რომელიც კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს კიევთან და მოსკოვთან, რამდენიმე დღის წინ კიევს სტუმრობდა, სადაც კიდევ ერთხელ გამოთქვა შუამავლობის მზაობა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.

ამასთან, კიევში ვიზიტისას ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის დრონების ქარხნის მშენებლობისა და თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე.

იხილეთ ასევე: „თურქეთმა დემონსტრაციული ნაბიჯი გადადგა“: გზავნილები ერდოღანის კიევური ვიზიტიდან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S