
WHO: მსოფლიოში ერთ კვირაში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები 7%-ით გაიზარდა
09/02/2022 07:05:23 საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში (31 იანვარი-6 თებერვალი) მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების 19 276 472 შემთხვევა გამოვლინდა. ამდენად, გასულ კვირასთან შედარებით ინფიცირებულთა რაოდენობა 17%-ით შემცირდა. ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იკლო მსოფლიოს ყველა რეგიონში, გარდა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილისა, სადაც 36%-იანი მატება იყო.
რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 67 953 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით ლეტალობის მაჩვენებელი 7%-ითაა გაზრდილი. გარდაცვალების შემთხვევებმა ყველაზე მეტად – 67%-ით იმატა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოს ყველა რეგიონში კლებას განაგრძობს კორონავირუს SARS-CoV-2-ის "ალფა", "ბეტა", "გამა" და „დელტა" ვარიანტების გავრცელება და ისევ სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“. გლობალურ სამეცნიერო სისტემაში ბოლო 30 დღეში თვეში ატვირთული 426 363 ნიმუშიდან 96.7% „ომიკრონზე“ მოდიოდა და 3.3% „დელტაზე“. დანარჩენი ვარიანტების წილი 1%-ზე ნაკლები იყო.