Accentnews.ge
იტალიასა და ესპანეთში ღია სივრცეებში პირბადის გამოყენების ვალდებულება უქმდება

იტალიასა და ესპანეთში ღია სივრცეებში პირბადის გამოყენების ვალდებულება უქმდება

09/02/2022 05:50:44 მსოფლიო

იტალიაში ღია სივრცეებში პირბადის გამოყენების ვალდებულება უქმდება.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსცნობით, 11 თებერვლიდან 31 მარტამდე პირბადის ტარება მხოლოდ ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში იქნება საჭირო.

ბოლო რამდენიმე კვირაა, იტალიაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მცირდება, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა კვლავ მაღალი რჩება (300-დან 450-მდე მერყეობს).

გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ესპანეთშიც უქმდება. მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საავადმყოფოებში მიმართვიანობა შემცირდა. თუმცა პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში, მათ შორის ტრანსპორტში და ისეთ ადგილებში, სადაც მოქალაქეებს შორის 1.5-მეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S