Accentnews.ge
გერმანიისა და პოლონეთის შემდეგ აშშ–მა ჯარისკაცები რუმინეთშიც გაგზავნა

გერმანიისა და პოლონეთის შემდეგ აშშ–მა ჯარისკაცები რუმინეთშიც გაგზავნა

08/02/2022 13:44:45 მსოფლიო

უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე შეერთებულმა შტატებმა რუმინეთში ჯარისკაცები გაგზავნა. ქვეყანაში აშშ-ის პირველი კონტინგენტი ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

მანამდე, ამერიკული კონტინგენტი გერმანიასა და პოლონეთშიც განთავსდა.

აშშ ევროპაში აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად 3 000 ამერიკელ ჯარისკაცს გზავნის. 300 სამხედრო გერმანიაში, 1700 პოლონეთში, ხოლო 1 000 რუმინეთში განთავსდება.

გერმანიაში ამერიკელი ჯარისკაცები შტაბ-ბინას შექმნიან, რათა მხარი დაუჭირონ საჰაერო სადესანტო დივიზიის 1700 ჯარისკაცს, რომლებიც პოლონეთში განლაგდებიან.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S