Accentnews.ge
მედია– 6 რუსული ხომალდი შავი ზღვის მიმართულებით გადაადგილდება

მედია– 6 რუსული ხომალდი შავი ზღვის მიმართულებით გადაადგილდება

08/02/2022 13:24:52 მსოფლიო

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ექვსი ხომალდი შავი ზღვის მიმართულებით გადაადგილდება, სადაც სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას, – იუწყება Reuters.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ თვეში განაცხადა, რომ წყნარი ოკეანიდან დაწყებული ატლანტიკის ჩათვლით ქვეყნის ყველა ფლოტი იანვარში და თებერვალში სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S