Accentnews.ge
ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

08/02/2022 12:17:27 საზოგადოება

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკო დავით აღმაშენებლის ძეგლი , დიდი მეფის ხსოვნას პატივი მიაგეს გელათის მონასტერში, მის საფლავთან.

" დღეს პატივი მივაგეთ უდიდესი ქართველი მეფის ხსოვნას. ქუთაისიდან დაიწყო დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაძლიერება. ქუთაისში, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე. "დავითობას " გილოცავთ! ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

" დავითობის" აღსანიშნავად, დღესვე, ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება: გამოფენა "ძლევაი საკვირველი", პროფესორ ელდარ თავბერიძის საჯარო ლექცია „დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა“, დოკუმენტური ფილმის „დავით IV - აღმაშენებელის" ჩვენება.

ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ტარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S