Accentnews.ge
რუსეთ – ბელარუსის ერთობლივი მანევრების პარალელურად, უკრაინამ წვრთნები დააანონსა

რუსეთ – ბელარუსის ერთობლივი მანევრების პარალელურად, უკრაინამ წვრთნები დააანონსა

08/02/2022 10:56:13 მსოფლიო

რუსეთ – ბელარუსის ერთობლივი მანევრების პარალელურად, უკრაინამ წვრთნები დააანონსა.

უკრაინის არმია 10-20 თებერვალს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებს სამხედრო მანევრებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებას რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო ინტერვენციისთვის. შესაბამისი განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა გააკეთა.

მისი თქმით, წვრთნებში გამოყენებული იქნება უცხოელი პარტნიორები მიერ მიწოდებული შეიარაღება, მათ შორის თურქული "Bayraktar"–ის უპილოტო საფრენი აპარატები, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი" და ბრიტანულ–შვედური წარმოების NLAW რაკეტები.

ცნობისთვის: 10 თებერვლიდან ბელარუსში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო მანევრები სახელწოდებით „საკავშირო სიმტკიცე 2022“ აიღებს სტარტს. ოფიციალური ინფორმაციით, ათდღიან ერთობლივ მანევრებში, 13 000 ჯარისკაცი, 300 ტანკი, 500 ჯავშანმანქანა და 3500 საჰაერო მედესანტე მიიღებს მონაწილეობას.

იხილეთ ასევე: ბელარუსში რუსული ძალების განლაგება წვრთნებისთვის დაანონსებულ ლოკაციებს გასცდა.

უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S