
"ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ სრულად მართვადია"
08/02/2022 10:04:30 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, თუმცა სრულად მართვადი.
მისივე ინფორმაციით, 95% შემთხვევებში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს.
„ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ სრულად მართვადია. გვაქვს ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს. დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღესაც 24 ათას 600 შემთხვევაა ახალი. გამოვლენის მაჩვენებელი 30%-ზე მეტია. ბოლო 30 დღის განმავლობაში 60 ათასი ტესტი გვაქვს დღეში და დღეს 73 ათასის ფარგლებშია. აქტიური შემთხვევა 210 ათასია და ეს იმართება ჯერ-ჯერობით. მთავარი ზეწოლა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე მოდის. შემთხვევების რაოდენობა მაქსიმუმზე არ არის ჰოსპიტლებში, სულ 6 ათასი ადამიანია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას აცრების გაკეთებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.