
„ომიკრონიდან“ „ომიკრონის“ რეინფიცირების შემთხვევები ჩვენთან შესაძლებელია იყოს, მაგრამ ლაბორატორიულად არ დაგვიდასტურებია"
08/02/2022 10:00:18 საზოგადოება
„ომიკრონიდან“ „ომიკრონის“ რეინფიცირების შემთხვევები ჯერ ჩვენთან შესაძლებელია იყოს, მაგრამ ლაბორატორიულად არ დაგვიდასტურებია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში დაცვის ყველა მაჩვენებელი 99%-მდე იზრდება.
"ორჯერადად აცრილებში ინფიცირებისგან დაცვა გვაქვს 86,9%, ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა გვაქვს 90,6%, 94,1% გვაქვს დაცვა ინტენსიურში მოხვედრაზე და სიკვდილიანობაზე 94,3%. თუ მესამე, „ბუსტერ“ დოზას იკეთებ - ყველა ეს მაჩვენებელი იზრდება 99%-მდე", - განაცხადა გამყრელიძემ.