
"სამედიცინო პერსონალში კოვიდინფექციის გავრცელების ტემპი საკმაოდ აქტიურია"
08/02/2022 09:33:16 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალში კოვიდინფექციის გავრცელების ტემპი საკმაოდ აქტიურია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სამედიცინო პერსონალში გავრცელება არის საკმაოდ აქტიური, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში და სწორედ მათი დროული დაბრუნებისთვის სამუშაო ადგილზე შესაძლებელია, დაგვეხმაროს იზოლაციის ვადის 5 დღემდე შემცირება. იზოლაციის ვადის ათვლა იწყება იქიდან, საიდანაც გვაქვს მტკიცებულება, რომ საუბარია რეალურად, ნამდვილად დაავადებაზე. ვიდრე არ გვაქვს დადასტურებული დიაგნოზი, ძალიან რთულია ერთიან ჩარჩოში ჩაჯდეს ამდენი ადამიანი და ზუსტად ვიცოდეთ ვინ მეხუთე, ვინ მეექვსე და ვინ მერამდენე დღიდან ექვემდებარება უკვე იზოლაციიდან გამოსვლას. რაც შეეხება ზოგადად გავრცელების კონტროლს, სამედიცინო პერსონალისთვის კვლავაც მნიშვნელოვანია „ბუსტერ“ დოზისა და ასევე, ინფექციის დაცვის საშუალებების აქტიური გამოყენება,“- განაცხადა გაბუნიამ.