
თამარ გაბუნია განმარტავს, რამდენ დღემდე შეიძლება, შემცირდეს იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის
08/02/2022 09:32:21 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ უსიმპტომო პირმა პირბადის გამოყენებით აქტივობა შეიძლება, მე-5 დღეს ტესტის ჩატარების შემდეგ გააგრძელოს.
„ჯერ–ჯერობით იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვალავ 8 დღე რჩება, თუმცა მიმდინარე კვირაში ჩვენ ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც მე-5 დღეს ტარდება ტესტი და უარყოფით შემთხვევაში პირმა შეიძლება გააგრძელოს აქტივობა პირბადის გამოყენებით. ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვა და სამსახურში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, კოვიდ–პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.