„გაზპრომმა“ ერთ წელიწადში გაზის ფასი გაასამმაგა
08/02/2022 09:17:22 მსოფლიო
რუსულმა „გაზპრომმა“ 2021 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასი გაასამმაგა,– ამას მოწმობს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემები.
გასული წლის დეკემბერში „გაზპრომის“ მიერ დადგენილი საექსპორტო ფასი 1000 მ3–ზე $517,8–ს შეადგენდა. 2020 წლის დეკემბერში კი $156,6 იყო.
2021 წელს „გაზპრომის“ საშუალო საექსპორტო ფასი $272,8–ს შეადგენდა. ამასთან, გასულ წელს გაზის ექსპორტი მხოლოდ 0,5%–ით გაიზარდა. 2021 წელს „გაზპრომის“ წლიური შემოსავალი ექსპორტით გაორმაგდა და $55,5 მიარდს მიაღწია.


