შოლცისგან განსხვავებით, ბაიდენმა საჯაროდ დადო პირობა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში "ჩრდილოეთ ნაკადი 2" აღარ იარსებებს
08/02/2022 07:31:10 მსოფლიო
თეთრ სახლში აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა. ლიდერებს შორის განხილვის მთავარი საკითხი უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.
შეხვედრის დასრლების შემდეგ ბაიდენმა საჯაროდ დადო პირობა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში "ჩრდილოეთ ნაკადი 2" –ის პროექტი გაუქმდება.

„თუ რუსული ტანკები და ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, "ჩრდილოეთ ნაკადი 2" აღარ იარსებებს. გპირდებით, რომ ჩვენ ამას შევძლებთ", – განაცხადა ბაიდენმა.
თავის მხრივ, შოლცმა პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას, "რატომ არ აფიქსირებს გერმანია ცალსახა პოზიციას, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის პროექი გაუქმდება?". კითხვის საპასუხოდ გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ "ბერნილი იმოქმედებს თავის მოკავშირეებთან ერთად".

"თქვენ შეგიძლიათ, იყოთ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ გერმანია იმოქმედებს ყველა მოკავშირესთან ერთად და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან ერთად. ჩვენც იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ. ამ სიტუაციაში განსხვავება არ იქნება", – განაცხადა შოლცმა.
ბაიდენმა და შოლცმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, თუ უკრაინაში შეიჭრება.
ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დიპლომატირუი გზით უნდა მოგვარდეს.
კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ რუსეთს შეუძლია დეესკალაცია, ბადენმა შემდეგი განაცხადა: ”პასუხი არის დიახ”.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


