Accentnews.ge
თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

08/02/2022 06:55:13 საზოგადოება

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 24 616 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 221 ადამიანი, გარდაიცვალა 54 პაციენტი.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635.
  • კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის – 28,31%, ბოლო 7 დღის – 31,86%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა,
  • აჭარა - 2 187,
  • იმერეთი - 3 382,
  • ქვემო ქართლი - 1 265,
  • შიდა ქართლი -1 418,
  • გურია - 657,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577,
  • კახეთი - 1 114,
  • მცხეთა-მთიანეთი - 697,
  • სამცხე-ჯავახეთი - 380,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 138.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 437, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 258. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 228 პირი, მათ შორის, თბილისში - 469, აჭარაში - 150, იმერეთში - 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 43, იმერეთში - 29. 1 897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 490 - აჭარაში. 202 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 2.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S