
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი კვლავ მაღალია
08/02/2022 06:52:01 საზოგადოება
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 24 616 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 221 ადამიანი, გარდაიცვალა 54 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის – 28,31%, ბოლო 7 დღის – 31,86%.