"Facebook"-მა და "Instagram"-მა შესაძლოა, ევროპაში ფუნქციონირება შეწყვიტოს
07/02/2022 19:45:11 მსოფლიო
"Meta"-ს პლატფორმებმა - "Facebook"-მა და "Instagram"-მა შესაძლოა, ევროპაში ფუნქციონირება შეწყვიტოს.
მიზეზი, მომხმარებლის მონაცემთა დაცვის პრობლემაა. ევროპული კანონების მიხედვით, მომხმარებლის მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს, შესაბამისად "Meta"-ს არ აქვს უფლება, გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.
იმის გამო, რომ Meta-მ ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, მისი პლატფორმების ევროპაში მუშაობა საფრთხის ქვეშაა. კომპანია იმედოვნებს, რომ ის მიმდინარე წელს ახალ შეთანხმების მიღწევას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მთელი ევროპის მასშტაბით სერვისების გათიშვა მოუწევს.


